დღეს წითელი პარასკევია, – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე.
მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. უკვე ერთი საათია, ტაძრებში გარდამოხსნის წესი სრულდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გარდამოხსნის რიტუალს მღვდელმსახურებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში ატარებს.
მარიამ მენაბდე გვერთვება პირდაპირ ეთერში სამების ტაძრიდან.