წითელას ეპიდაფეთქების საფრთხე დღის წესრიგიდან არ იხსნება.
ჯანდაცვის საინისტროს არაერთი მოწოდების და კამპანიის მიუხედავად, ავადობის მაჩვენებელი მაინც საგანგაშო ნიშნულზეა. სტატისტიკის მიხედვით, ინფექციური დაავადების გავრცელების მხრივ, საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. დღეში საშუალოდ 15-დან 25-მდე ახალი შემთხვევა ვლინდება. შესაბამისი უწყებები მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. თბილისი, კახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, – სწორედ ამ ტერიტორიებზე ფიქსირდება დაავადებით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებლები.