წინასწარი ძიებით, ბოსნიელი ხორვატების გენერალმა ჰააგის სასამართლო დარბაზში ციანიდი დალია
ბოსნიელი ხორვატების გენერალმა, სამხედრო დამნაშავე სლობოდან პრალიაკმა ჰააგის სასამართლო დარბაზში ციანიდი დალია. ამის შესახებ ჰოლანდიელმა პროკურორებმა წინასწარი გამოძიების ჩატარების შემდეგ განაცხადეს.
მათი მტკიცებით, პრალიაკმა საწამლავი მას შემდეგ მიიღო, რაც სასამართლომ 1990-იან წლებში ბოსნიის ომში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ციანიდის დალევამდე, პრალიაკმა ომის დანაშაულის ჩადენა უარყო. ნიდერლანდების ხელისუფლება ამჟამად იძიებს, საიდან მოხვდა ბრალდებულთან საწამლავი.