გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე, წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სასამართლოზე განიხილავენ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ გამოძიებას რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს, რაც უკავშირდება მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას და ასევე ტელეკომპანია „მთავარს არხს“, რომლის მეწილეც არის. ადვოკატები დღეს მოითხოვენ რურუას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ აღკვეთის შეცვლის საფუძვლები არ არსებობს. საქმის პროკურორის თქმით, სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებს შორისაა მოწმეების ჩვენებები და ასევე ექსპერტიზის დასკვნები.
„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი რურუა, 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.