5-6 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული პირების წინასასამართლო სხდომა უკვე სამი საათია მიმდინარეობს. მხარეები მტკიცებულებებს იკვლევენ. საუბარია 27 პირის ბრალდების ეპიზოდებზე. მათ შორის არიან პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულები. საქმეები ოთხ ნაწილად გაიყო და სხვადასხვა მოსამართლე იხილავს. სასამართლოს ეზოში სხდომების პარალელურად, შეკრებილები არიან ბრალდებულების მხარდამჭერები და ახლობლები. ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტსაც. ისინი ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. 5-6 ივლისის ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი კონტრაქციის დროს, დაშავდა 50-ზე მეტი ჟურნალისტი და მათ დაზარალებულის სტატუსიც აქვთ მინიჭებული.