წინასაარჩევნო შეხვედრები ოზურგეთში

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო შეხვედრებს ოზურგეთში მართავს. მოსახლეობასთან საუბრისას აქცენტი გაკეთდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, გაწეულ სამუშაოსა და სამომავლო გეგმებზე. „ქართული ოცნების“ წევრებმა მოქალაქეების შეკითხვებსაც უპასუხეს.