წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში წარმოადგინა „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“.
ძირითადი აქცენტი, ფიზიკურ დაპირისპირებებზე, სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარაზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობის შემთხვევებზეა.
დოკუმენტში ძირითადად, 1 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით პერიოდია მიმოხილული.