წინასაარჩევნო მონიტორინგი პირველ არხზე

პირველი არხი თავად იწყებს მონიტორინგს იმის გასარკვევად, თუ რამდენად თანაბრად აქვთ პრეზიდენტობის კანდიდატებს საეთერო დრო გამოყოფილი.

მონიტორინგის ქვეშ იქნება საინფორმაციო გამოშვებები, ასევე თოქ-შოუები და დებატები. როგორც იცით, ტელევიზიამ საარჩევნო მარათონში ჩართულ სუბიექტებს სამი ფორმატი შესთავაზა. გარდა იმისა, რომ არაკვალიფიციურ სუბიექტებს დებატებში მონაწილეობის უფლება აქვთ, ჩვენს ეთერში დრო მათი უფასო პოლიტიკური რეკლამისთვისაც არის გამოყოფილი.