წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღე

წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღე და შემაჯამებელი შეხვედრები. თბილისსა და რეგიონებში წინასაარჩევნო აქტივობა დასრულდა. მმართველმა პარტიამ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, არსებული პრობლემების მოგვარებაზე გააკეთეს აქცენტი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში კი გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრეს. საარჩევნო კამპანია შეაჯამეს თბილისშიც. მაღალი კონკურენციის ფონზე ამომრჩევლისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას კიდევ ერთხელ შეეცადნენ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. 19 მაისს არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.