პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩუღურეთის რაიონში იმყოფებოდნენ. პარტიის წევრები ართვინის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ წინაშე არსებული პრობლემები მოისმინეს. ლიდერების თქმით, ადგილობრივებს ყოფილი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა სურთ, რადგან ვარაუდობენ, რომ ტერიტორიაზე, შესაძლოა, კორპუსის მშენებლობა დაიწყოს.