„გახარია საქართველოსთვის“ პარტიაში აცხადებენ, რომ დიღმის ტყე-პარკსა და აღმაშენებლის ხეივანში, სადაც წყლის ცენტრალური მაგისტრალი გადის, სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხეა. ამ თემაზე პოლიტიკური გუნდის წევრებმა ბრიფინგი გამართეს. „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს დეპუტატის, გიორგი შარაშიძის და გარემოს დამცველი ანა გაბრიაძის განმარტებით, ტერიტორიაზე ეკოლოგიურად მძიმე ვითარებაა. მათივე თქმით, დიღმის ტყე-პარკში მდებარე კომერციული ობიექტებისთვის განკუთვნილი საკანალიზაციო მილი მაგისტრალური მილსადენის თავზეა განთავსებული, რაც საფრთხეს ქმნის.
პარტიის წევრები ვარაუდობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის დროებით აკრძალვასთან დაკავშირებით, ნაგებობების დადგმა იგეგმება, რასაც მათი თქმით, ამ საკანალიზაციო სისტემის მოწყობაც ადასტურებს.