პრეზიდენტობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ბაღდათში ჩავიდა, გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა ხურვალეთის თავშესაფარში გამართა, შალვა ნათელაშვილი კი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა. დავით ბაქრაძემ ამომრჩევლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში უუფლებო არ არის და მას ბერკეტები გააჩნია. რაზე ამახვილებენ ყურადღებას კანდიდატები თავიანთ წინასაარჩევნო დაპირებებში,- ნახეთ #მოამბის სიუჟეტში.