საერთო სამოქალაქო მოძრაობა, „მრავალეროვანმა საქართველომ“, პარლამენტის არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, შემაჯამებელ ბრიფინგი გამართა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ზოგადად, წინასაარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა, თუმცა სექტემბრის მეორე ნახევრიდან მოიმატა ძალადობის ფაქტებმა. ასევე დაფიქსირდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის, მუქარის, ფიზიკური ანგარიშსწორების და დეზინფორმაციის გავრცელების ფაქტები. ორგანიზაციის ანგარიში მოიცავს წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგის შედეგებს 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 24 ოქტომბრამდე. „მრავალეროვანი საქართველოს“ საარჩევნო ექსპერტის თქმით, ირღვეოდა ოპოზიციურ პარტიებს შორის გაფორმებული ეთიკური ქცევის კოდექსიც.