მუქარისშემცველი ერთ-ერთია იმ შეფასებებიდან, რასაც საერთაშორისო დამკვირვებლები წინასაარჩევნო კამპანიაზე საუბრის დროს იყენებენ.
თავად მარათონში ჩართული პოლიტიკური ძალები კი დაძაბულ და ნეგატიურ კამპანიას ერთმანეთს აბრალებენ. კეთდება მინიშნებები არეულობისა და დესტაბილიზაციის გეგმაზეც. ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც ამტკიცებენ, რომ ვითარების გამწვავება მეორე მხარის ინტერესშია. ჯერ ისევ უცნობია, როდემდე გაგრძელდება საარჩევნო მარათონი.
ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი უახლოეს დღეებში უნდა გამოაცხადოს.