წინასაარჩევნო გარემო ზუგდიდში

ზუგდიდი ისევ დაპირპისპირების ეპიცენტრია.

ვითარება მუნიციპალიტეტში დღეს კიდევ ერთხელ დაიძაბა. საოლქო საარჩევნო კომისიის შემდეგ, ხმაური საკრებულოს შენობასთან იყო. „ნაციონალური მძრაობის“ წევრები ზუგდიდის წარმომადგენლობით ორგანოში შეჭრას ცდილობდნენ და საკრებულოს წევრის, გია დანელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვდნენ.

ოპოზიციის მტკიცებით, სწორედ დანელიაა ის, ვინც გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში საარჩევნო პროცესში უკანონო ჩარევის შესახებ საუბრობდა.

ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს მმართველი გუნდი, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციის მცდელობაზე მიუთითებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ხელისუფლება არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს.

ნოდარ ჩაჩუა მუშაობს ზუგდიდში.