წინასაარჩევნო გარემო - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

წინასაარჩევნო გარემოს, გავრცელებულ ინფორმაციას და ბრალდებებს აფასებენ პოლიტიკურ სპექტრში, ოპოზიცია აცხადებს, რომ პირადობების თემით მმართველი გუნდი ძალაუფლების მიტაცებასა და ამომრჩევლის დაშინებას ცდილობს. აღნიშნულს „ქართულ ოცნებაში“ სიცრუეს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბრალდებები ყალბია და წინასაარჩევნოდ ვითარების დაძაბვა სწორედ მათ ინტერესში შედის. ასევე, ხელისუფლების თქმით, განმარტებები კეთდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალონ ოპოზიციისა და პარტიული მედიების მცდელობას, გაავრცელონ სიცრუე.