პირველი შუალედური ანგარიში საპარლამენტო არჩევნებამდე.
ეუთო-ოდირის მიერ მომზადებული დოკუმენტი დღის მთავარი პოლიტიკური თემაა. ანგარიშში საუბარია ღრმად პოლარიზებულ წინასაარჩევნო გარემოზე და პოლიტიკოსების პოლარიზებულ რიტორიკაზე. ნახსენებია თავდასხმების ცალკეული შემთხვევები როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის მხრიდან. ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კოდექსში ეუთო-ს რეკომენდაციების ნაწილი დღემდე შეუსრულებელი რჩება. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტისა და ადამიანის უფლებათა ოფისის შუალედური ანგარიშის მიხედვით, ოპოზიციას სახელმწიფო ინსტიტუტების და ცესკო-ს მიმართ სრული უნდობლობა აქვს.
ანგარიშით კმაყოფილია მმართველი პარტია. „ქართული ოცნების“ ლიდერები ელოდებიან, რომ მომდევნო ანგარიშში გარე ჩარევის და საარჩევნო კამპანიის უცხოეთიდან წარმართვის ფაქტებიც მოხვდება.