ორივე მხარის მიერ გადამწყვეტად გამოცხადებული არჩევნებისთვის მზადება მძიმე ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.
ხელისუფლებისთვის ეს არის ისტორიული არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ხვალინდელ არჩევნებზე ქვეყნის საგარეო კურსი წყდება. წინასაარჩევნო კამპანიის არათანაბარ გარემოში წარმართვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე გავლენის მცდელობა და რეპრესიული მიდგომები ოპოზიციის მთავარი ბრალდებებია. თავის მხრივ გარე ჩარევის მასშტაბის ზრდაზე და წინასაარჩევნო ვითარების ხელოვნურად დაძაბვის მცდელობაზე მიუთითებს „ქართული ოცნება“, რომელიც არჩევნების შემდეგომ 2020 წლის სცენარის გამეორებას არ გამორიცხავს. ხელისუფლების პირველ პირთა განცხადებებში ოპოზიციის მისამართით გამაფრთხილებელი გზავნილები ისმის. ორივე მხარე საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებას ელოდება.