წინასაახალწლოდ ლონდონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ლონდონის პოლიციის, სკოტლანდ იარდის პრესსპიკერის განცხადებით, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქალაქში დამატებით სათვალთვალო კამერები და ავტომანქანის ნომრების ამომცნობი აპარატურა დამონტაჟდება.
მთელი ლონდონის მასშტაბით, ათასზე მეტი პოლიციელი იქნება მობილიზებული. ახალი წლის ღამეს მდინარე ტემზას სანაპიროზე ფოიერვერკის სანახავად 100 ათასამდე ადამიანი იყრის ხოლმე თავს. უსაფრთხოების ზომების გამკაცრება სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება.