თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სცენაზე ადამ მიცკევიჩის პოემის – „წინაპართა სერობა“ – პერფორმატიული კითხვა გაიმართა. დადგმის ავტორი დრამის ფაკულტეტის დეკანი, რეჟისორი ანდრო ენუქიძეა, მასში მონაწილეობა კი უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესიონალმა მსახიობებმა მიიღეს. პროექტი ადამ მიცკევიჩისა და ვარშავის თეატრალური ინსტიტუტების დაფინანსებით განხორციელდა.