ჭავჭავაძეების მამული მუსიკის დღესასწაულისთვის ემზადება, – 31 აგვისტოს წინანდალში მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალი იწყება. 11-დღიანი საფესტივალო პროგრამა წელს გამორჩეულად მრავალფეროვანია. სპეციალურად ღონისძიებისთვის კახეთს რვა ქვეყნის 80-მდე ახალგაზრდა მუსიკოსი, ცნობილი პიანისტები, ასევე უცხოელი და ქართველი შემსრულებლები ეწვევიან. წინანდლის მამულში შეკრებილი საზოგადოების წინაშე წელს დევიდ გარეტიც წარდგება. მუსიკოსი ანსამბლთან ერთად ორ კონცერტს გამართავს. საიუბილეო ფესტივალი 10 სექტემბერს ლიზა ბათიაშვილისა და პან-კავკასიური ორკესტრის კონცერტით დაიხურება.