პანდემიის მიუხედავად, წინანდალი კლასიკური მუსიკის ცენტრად წელსაც იქცევა. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე განთავსებულ ამფითეატრში შეკრებილ საზოგადოებას 17 სექტემბრიდან შვიდ კონცერტს შესთავაზებენ. სწორედ წინანდალში შესრულდება პირველად ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის კოლაბორაციით შექმნილი კომპოზიციები.
ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული სტუმარი ცნობილი პიანისტი მარტა არგერიხია, რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად დაუკრავს. წინანდლის რიგით მეორე ფესტივალი 20 სექტემბერს სწორედ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტით დასრულდება.