წინანდალში მომხდარი მკვლელობის საქმე

წინანდალში მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ორივე ფიგურანტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მოსამართლემ სპორტსმენების თავდებობის შესახებ შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და ზვიადაურს და მასთან ერთად დაკავებულ ჯაბა ჯანგირაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმ არგუმენტით, რომ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, ადვოკატი არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას ითხოვდა, თუმცა განსხვავებულია პროკურატურის ვერსია.

16 აგვისტოს მომხდარი სისხლიანი გარჩევა სამი ადამიანის მოკვლით და ორი ადამიანის დაჭრით დასრულდა. მოკლულებს შორის ერთ-ერთი ზვიადაურის ძმაა.