ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ნომრებზე წილისყრა მიმდინარეობს. სულ რეგისტრირებულია 60 საარჩევნო სუბიექტი, მათგან 58 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი. დღევანდელ წილისყრაში მონაწილეობას მხოლოდ 47 სუბიექტი იღებს, რადგან დანარჩენები უკვე კვალიფიციური სუბიექტები არიან, რომლებიც თავიანთ ნომრებს ინარჩუნებენ.