წიგნის პრეზენტაცია

განათლების სამინისტროში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა სახელწოდებით – „კირილ ზდანევიჩი 1892-1969, ცხოვრება და შემოქმედება“.

კირილ ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილ წიგნში შესული საინფორმაციო-ვიზუალური მასალის უმეტესობა ფართო საზოგადოებისთვის პირველად იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის მთავარი ფიგურანტები დრო და კირილ ზდანევიჩი არიან.