თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ თეატრის ცნობილი რუმინელი მკვლევარის, ოქტავიან საიუს წიგნის, „ფედრა ევრიპიდედან რასინამდე, სენეკადან სარა კეინამდე“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი მოგვითხრობს ფედრაზე – ძველი საბერძნეთის თეატრში დაბადებულ დრამატულ პერსონაჟზე. რა ეხმარება მას მუდმივი მომხიბვლელობის შენარჩუნებაში – ქართველ მკითხველს დღეს ავტორთან შეხვედრის შესაძლებლობაც ჰქონდა. წიგნი მწერალთა სახლის მხარდაჭერით ითარგმნა და გამოიცა.