„ერეკლე მეორის ეპოქის თეატრი“ – წიგნის პრეზენტაცია კულტურის სამინისტროში გაიმართა. ავტორი თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლაშა ჩხარტიშვილია. მკვლევარი ნაშრომზე ორ წელზე მეტ ხანს მუშაობდა, რა დროშიც მან თავი მოუყარა საქართველოსა და რუსეთის არქივებსა და მუზეუმების საცავებში დაცულ, ფართო საზოგადოებისთვის აქამდე უცნობ მასალებსა და ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ პროფესიული თეატრი საქართველოში ჩამოყალიბდა არა მე-19, არამედ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში. პრეზენტაციის ფარგლებში, მხატვარ მამუკა ცეცხლაძისსპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენაც გაიმართა.