სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის შიდა ეზოში, „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალური მდივნის, ზვიად ჭუმბურიძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი, სახელწოდებით „დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები 1991- 2021“, ენციკლოპედიური ხასიათისაა და მასში თავმოყრილია ინფორმაცია იმ ელჩების შესახებ, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვარგარეთ წარმოადგენდნენ. ასევე წიგნში ასახულია ქვეყნის მნიშვნელოვანი დიპლომატიური თარიღები.