საქართველოს პირველი არხი ხვალ ყველას გეპატიჟებათ „წიგნების კითხვის ფესტივალზე“.
პროექტი გადაცემა „წიგნების თაროს“ ორგანიზებით 11 მაისს ლისის ტბაზე გაიმართება. ფესტივალის კარი 12:00 საათზე გაიღება. მთელი დღის განმავლობაში იკითხეთ თქვენი საყვარელი გამოცემები ბუნებაში მოწყობილ ლამაზ და კომფორტულ გარემოში, ეწვიეთ „წიგნების თაროს“ სამკითხველო სივრცეს, ითხოვეთ ან გაცვალეთ წიგნები და მიიღეთ რჩევები ლიტერატურაზე.
„წიგნების კითხვის ფესტივალზე“ ასევე ჩატარდება მასტერკლასები, კითხვის უპრეცედენტო ფლეშმობი და რასაკვირველია ყველა შეძლებს ითამაშოს „წიგნების თარო“.
ფესტივალი ლაივ-კონცერტით დაიხურება.