წიგნის ფესტივალი

თბილისში წიგნის 21-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.

გამოფენა „ექსპო ჯორჯიას“ მე-3, მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებში იმართება. ფესტივალი ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 70-მდე მონაწილესა და ასზე მეტ ღონისძიებას გააერთიანებს. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში პირველად, „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, გამომცემელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება, სადაც სფეროს წარმომადგენლები, ქართველი და საერთაშორისო სტუმრების მონაწილეობით, საავტორო უფლებების, საგანმანათლებლო გამოწვევების, გამოხატვისა და გამოცემის თავისუფლების შესახებ იმსჯელებენ.

2019 წელს, „ფოკუს ქვეყნის“ სტატუსით ფინეთი სარგებლობს. შესაბამისად, დღეიდან  2 ივნისის ჩათვლით, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური სტუმრები იქნებიან ფინელი მწერლები.