მათ, ვისაც საქართველოს პირველ არხზე მუშაობა სურს, ტელევიზია ახალ შანსს აძლევს.
დაინტერესებულმა ადამიანებმა ამისთვის უნდა გადმოწერონ სპეციალური აპლიკაცია პროექტის, რომელსაც #წიგნებისთაროMEDIA ჰქვია. ეს არის გადაცემა წიგნების თაროს ფარგლებში მომზადებული სოციალური პროექტი, რომლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები აღწერონ და აპლიკაციის მეშვეობით ფართო საზოგადოებას გაუზიარონ.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა კონკურსებიც.