ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის მეშვიდე სტუდენტური სეზონის გამარჯვებული ცნობილია.
ფინალში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „მნემოსინე“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი „ართანა“ დაუპირისპირდნენ. ბრძოლა საკმაოდ დაძაბული და თანაბარი აღმოჩნდა, გამარჯვება კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა „ართანამ“ მოიპოვა.
„წიგნების თაროს“ მერვე სტუდენტური სეზონისთვის მზადება უკვე დაწყებულია.