ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი, „წიგნების თარო“ დღეს მეშვიდე სტუდენტურ სეზონს დაასრულებს. სასკოლო გუნდების შემდეგ, ერთმანეთს უნივერსიტეტები დაუპირისპირდებიან. ფინალში დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ითამაშებენ. გადაცემა ეთერში 20:15 წუთზე გავა.