მაყურებელმა უკვე ნახა „წიგნების თაროს“ სტუდენტური სეზონის ფინალური შერკინება.
კემბრიჯის საზაფხულო სკოლის საგზური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა მოიპოვა. მე-8 სეზონის ფინალში თსუ-ს სტუდენტები საავიაციო უნივერსიტეტს დაუპირისპირდნენ.
პროექტის ეთერში გასვლიდან დღემდე კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში უკვე წიგნების თაროს 33 მონაწილეა ნამყოფი. სექტემბრიდან საუკეთესოების გამოსავლენად ინტელექტუალური ბრძოლა ისევ გაგრძელდება. პირველი არხის ეთერში გადაცემის როგორც სასკოლო, ისე სტუდენტური სეზონი დაიწყება.