წლის ყველაზე დაძაბული თამაში და ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირება.
დღეს „წიგნების თაროს“ მეშვიდე სეზონის ფინალი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ვეკუას 42 -ე სკოლა გახდა. ვეკუას სკოლა ფინალში თბილისის 141-ე საჯარო სკოლას დაუპირისპირდა.
„წიგნების თარო“ ახალგაზრდული ლიტერატურული შოუა, რომლის თემატიკას ლიტერატურასთან ერთად სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. „წიგნების თაროს“ სასკოლო სეზონში რჩეული 32 სკოლის გუნდი მონაწილეობს. თითოეულ გუნდში სამი, მე-10, მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლეა.