ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტის, „წიგნების თაროს“ მე-11 სასკოლო სეზონის ფინალი დღეს გაიმართება. ერთმანეთს სეზონის ორი უძლიერესი გუნდი – თბილისის 39-ე საჯარო სკოლა და თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლა დაუპირისპირდებიან.
პროექტის ფინალი ეთერში დღეს 20 საათსა და 15 წუთზე გავა.