„წიგნების თაროს” ლექციების ციკლი -„წიგნებსა და ადამიანებზე”, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ტარდებოდა, დასრულდა.
ლექციები ჩატარდა თელავში, ახალციხეში, წნორში და ქუთაისში თემებზე: „წიგნებსა და ჩაგვრაზე”, „წიგნებსა და ქალებზე”, „წიგნებსა და საზოგადოებაზე” და „წიგნებსა და ბავშვებზე”.
ლექციებს უძღვებოდნენ „წიგნების თაროს” გუნდის წევრები, მწერლები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ტორესა მოსი და ზურა აბაშიძე.
ბოლო, მეხუთე ლექცია „წიგნებსა და ცენზურაზე” ჩატარდა ნიქოზში, ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში.
ლექციის ფარგლებში მწერლებმა ცენზურაზე და აკრძალულ წიგნებზე ისაუბრეს.
ლექციის პარალელურად „წიგნების თაროს” ფორმატში წიგნები გათამაშდა.