„წიგნების თაროს“ ახალი სეზონი. საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული პროექტი ამჯერად მე-9 სასკოლო და მე-5 სტუდენტური სეზონებისთვის იწყებს რეგისტრაციას. დღეიდან საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ მე-10, მე-11 ან მე-12 კლასელს და ბაკალავრიატის სტუდენტს პროექტში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნება.
რეგისტრაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით, „წიგნების თაროს“ გუნდი საქართველოს რეგიონების სამ ქალაქში, ქუთაისში, ოზურგეთსა და ბათუმში მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდება „წიგნების თაროს“ საჯარო თამაში და ალექსანდრე ლორთქიფანიძის ლექცია „პერსონაჟები, რომლებმაც სცადეს“.
წიგნების თარო