„წიგნების თარო“ ტელეეთერს მეექვსე სასკოლო და მეორე სტუდენტური სეზონით უბრუნდება.
მთავარი პრიზისთვის კვლავაც 32 სკოლა იბრძოლებს, სტუდენტურ ნაწილში კი მთელი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების, სხვადასხვა ფაკულტეტების საუკეთესო 16 გუნდი შეეჯიბრება ერთმანეთს.
პრიზი მოსწავლეებისთვისაც და სტუდენტებისთვისაც უცვლელია – კემბრიჯის საზაფხულო სკოლა. ტრადიციულად იწყება „ლიტერატურული კონკურსიც,“ რომლის ფარგლებშიც მოზარდებს საშუალება ექნებათ ყოველკვირეულად გამოგზავნონ საკუთარი ტექსტები, გახდნენ კვირის გამარჯვებულები, მოხვდნენ „წიგნების თაროს“ გამორჩეული ახალგაზრდა ავტორების ექვსეულში და ითამაშონ „ბონუს-თამაში“.