წიგნების თარო მეოთხე სეზონით დაბრუნდა ეთერში.
ეთერის პარალელურად, წიგნების თარო აგრძელებს ლექციების ციკლს წიგნებსა და ადამიანებზე საქართველოს რეგიონებში.
ლექციები უკვე ჩატარდა თელავში, ახალციხეში და წნორში თემებზე: წიგნები და ჩაგვრა, წიგნები და ქალები და წიგნები და საზოგადოება.
ლექციებს უძღვებიან წიგნების თაროს გუნდის წევრები, მწერლები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ტორესა მოსი და ზურა აბაშიძე.