პირველი არხის პროექტი „წიგნების თარო“ რაჭას ესტუმრა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა ამბროლაურის მეორე საჯარო სკოლაში შედგა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის წამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ ლექცია წაიკითხა თემაზე – „როგორ შევაყვაროთ ბავშვებს კითხვა“ და ლიტერატურასთან დაკავშირებით ისაუბრა.
ღონისძიება „წიგნების თაროს“ საჯარო თამაშით დასრულდა, სწორი პასუხების ავტორებს საჩუქრად ბრენდირებული აქსესუარები და სხვადასხვა სამახსოვრო ნივთი გადაეცათ. „წიგნების თარო“ მომავალში მსგავსი აქტივობებით სხვა რეგიონებსაც ესტუმრება.
წიგნების თარო