„წიგნების თარო“ მე-7 სასკოლო და მე-3 სტუდენტური სეზონის რეგისტრაციას იწყებს

საქართველოს პირველი არხის ახალგაზრდული გადაცემა „წიგნების თარო“ მეშვიდე სასკოლო და მესამე სტუდენტური სეზონის რეგისტრაციას იწყებს.

სასკოლო სეზონში მონაწილეობის მისაღებად სკოლის უფლებამოსილმა პირმა, დირექტორმა ან მასწავლებელმა უნდა დააკომპლექტოს სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდი, ხოლო რაც შეეხება სტუდენტებს, რეგისტრაცია შეუძლია საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტს.

მომდევნო სეზონში გამარჯვებულებისთვის პრიზი უცვლელი რჩება. კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში 2020 წელს 14 გამარჯვებული გაემგზავრება.