სატელევიზიო სეზონის პარალელურად, პროექტი „წიგნების თარო“ საზოგადოებრივ აქტივობას აგრძელებს.
დღეს მცხეთაში ახალგაზრდებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გიორგი კეკელიძე შეხვდნენ და საჯარო ლექცია სახელწოდებით, „ხელნაწერები არ იწვიან“ ჩაატარეს. ღონისძიების მეორე ნაწილში წიგნების თაროს საჯარო თამაში მოეწყო. საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანმა ახალგაზრდულმა პროექტმა „წიგნების თარომ“ პირველი არხის ეთერში მერვე სასკოლო სეზონი დაიწყო. დღეს საღამოს მაყურებელი სასკოლო სეზონის მეორე თამაშს იხილავს, ხვალ კი მეოთხე სტუდენტური სეზონი აიღებს სტარტს.