„წიგნების თაროს“ შემოქმედებითი გუნდი არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრა
ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდული პროექტი, „წიგნების თარო“ №11 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს შეხვდა.
გადაცემის გუნდის წევრებმა დაწესებულების ბიბლიოთეკას სოციალური აქციის ფარგლებში შეგროვებული წიგნები საჩუქრად გადასცეს. ახალგაზრდებს „წიგნების თაროს“ წამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე ლიტერატურაზე და წიგნების მნიშვნელობაზე ესაუბრა, დასასრულს კი, „წიგნების თაროს“ თამაში მოეწყო, რომელშიც არასრულწლოვანმა მსჯავრდებულებმა მიიღეს მონაწილეობა.