„წიგნების თარო“ მე-6 სეზონისთვის რეგისტრაციას 20 დეკემბრიდან იწყებს
პირველი არხის გადაცემა „წიგნების თარო“ მე-6 სეზონისთვის რეგისტრაციას 20 დეკემბრიდან იწყებს. გარდა ამისა, პროექტი ერთგულ მაყურებელს გრანდიოზულ სიახლეს სთავაზობს და მეექვსე სასკოლო სეზონთან ერთად მეორე სტუდენტური სეზონის რეგისტრაციას აცხადებს.
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 15 იანვრამდე, ვებგვერდზე 1tv.ge.
მონაწილეობის მსურველმა სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მასწავლებელმა ან დირექტორმა) უნდა დაარეგისტრიროს სამი მოსწავლისაგან შემდგარი გუნდი. ერთ სკოლას მხოლოდ ერთი გუნდის რეგისტრაციის უფლება აქვს. გუნდის წევრი 2019 სასწავლო წლისთვის უნდა იყოს მე-10, მე-11 ან მე-12 კლასის მოსწავლე.