„წიგნების თარო“ მე-5 სეზონისთვის რეგისტრაციას 20 აპრილიდან იწყებს.
მონაწილეობის მსურველი სკოლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მასწავლებელმა, ან დირექტორმა) სამი მოსწავლისგან შემდგარი გუნდის რეგისტრაციისთვის, პირველი არხის ვებგვერდზე, ან გადაცემის ფეისბუქის გვერდზე სპეციალური აპლიკაცია უნდა შეავსოს. რეგისტრაცია გაგრძელდება 20 მაისის ჩათვლით.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ აპლიკანტებთან ჩატარდება ონლაინ-გასაუბრება, რის შედეგადაც გამოვლინდება მეორე ტურში გადასული სკოლები.