წესები და რეგულაციები არჩევნების დღეს

მზად არის „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო შემუშავებული პროტოკოლი, რომლითაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

ცესკო-მ პოლიტიკურ პარტიებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ დაავადების გავრცელების პრევენციული ზომები ერთ დადგენილებაში გაწერა. დოკუმენტში განმარტებულია, რა წესების დაცვა მოუწევთ საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრებს და კენჭისყრის ოთახში მყოფ პირებს და როგორ უნდა მოიქცნენ ამომრჩევლები, რომლებსაც საარჩევნო უბანში შესვლის შემდეგ ნიღბის მოხსნა ორჯერ მოუწევთ.

სალომე ქოქიაშვილი გაეცნო რეგულაციებს.