დღეს საქართველოში „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა. კონკურსში ქვეყნის მასშტაბით 400-მდე მოზარდმა მიიღო მონაწილეობა და დაწერა წერილი, დავალების მიხედვით: „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით“. პირველი ადგილის მფლობელის წერილი კი, მსოფლიო საფოსტო კავშირის საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში ჩაერთვება.