„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აფხაზეთიდან დევნილ პირებთან ერთად იუსტიციის სამინისტროში განცხადება შეიტანეს. მათ უწყებასთან აქცია გამართეს ლოზუნგით „დამირეგისტრირეთ ჩემი ქონება“. ისინი იუსტიციის მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ქონების რეგისტრაციის შესახებ მიმართავენ და ქონების აღრიცხვას ითხოვენ. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილები აცხადებენ, აღნიშნული პროცესი უკვე წლებია გაურკვეველი მიზეზით შეჩერებულია და ითხოვენ პასუხს, რა მიზეზით შეაჩერა სამინისტრომ. იუსტიციის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.