წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. ჯამში 4-კილომეტრიან მონაკვეთზე ამ დროისთვის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება მიმდინარეობს, შემდეგ კი მიწისზედა სამუშაოები დაიწყება. სრულად განახლდება გზის საფარი, ასევე სხვა ინფრასტრუქტურა და რეაბილიტირებული გამზირი ადაპტირებული იქნება შშმ პირებზეც. პარალელურად, დაგეგმილია ე.წ დიდუბის ხიდის რეაბილიტაციაც. სამუშაოებზე ჯამში 33 მილიონ ლარამდე დაიხარჯება, პროექტი კი სრულად 9 თვეში დასრულდება.